viernes, 12 de agosto de 2016

წინასაარჩევნო სლოგანები ლათინურ ამერიკაში


რამდენიმე ხნის წინ, მეგობარმა, რომელიც არჩევნების თემზე მუშაობს, მთხოვა მომეძებნა  სამხრეთ ამერიკული წინასაარჩევნო სლოგანები, რომელიც შესაძლოა მისთვის საინტერესო ყოფილიყო. სია, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი აერთიანებდა ანბანური წესით დალაგებულ პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო სლოგანებს, რომელთაგანაც უცნაური, ორიგინალური და, ამავე დროს, სახალისო ნიმუშები შევარჩიე.: 
  • გულები მაღლა! - ხოსე ანხელ კონჩელო - ეროვნული მოქმედების პარტია, მექსიკა
  • გიყვარდეს კუბა ან მიატოვე - კომუნისტური პარტია
  • ღმერთს შენ უყვარხარ! - კარლოს მენემი, სამართლიანობის პარტია, არგენტინა
  • რევოლუციასა და ქრისტიანობას შორის არ არის წინააღმდეგობა - ნიკარაგუა, სანდინისტების მთავრობა (სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი — მემარცხენე პოლიტიკური პარტია ნიკარაგუაში. სახელწოდება „სანდინისტები“ ეწოდა ნიკარაგუელი რევოლუციონერის აუგუსტო სესარ სანდინოს პატივსაცემად).
  • გვატემალელებო, დამეხმარეთ და დაგეხმარებით - პარტია ეროვნული ხსნა
  • იმედი გზაშია (მოდის), არგენტინა, კარლოს მენემი, - სამართლიანობის პარტია
  • მეტი საქმე, ნაკლები ლაპარაკი - მექსიკის დემოკრატიული პარტია
  • პური თავისუფლებასთან  - პერუ, ამერიკის სახალხო რევოლუციური ალიანსი
  • პერონ, პერონ რა დიდი (დედებული) ხარ! პირველი მშრომელი ხარ! - პერონი, არგენტინა
  • პინოჩეტიმ იხსნა ჩილე, ახლა კი ვიხსნათ ჩილე პინოჩეტისთან ერთად - პინოჩეტი, სამხედრო მოძრაობა
  • ცოტა სამუშაო, ბევრი ფული, იაფი პულკე (ალკოჰოლური სასმელი), გაუმარჯოს მადეროს! - მექსიკა, ფრანსისკო მადერო, ამომრჩეველთა პარტია
  • შენ პირველად აძლევ ხმას და ფრთხილად იყავი ამის გაკეთება ბოლოჯერ არ მოგიწიოს - სალვადორი, ქრისტიან დემოკრატები
  • ღმერთის წყალობით მე ვარ კანდიდატი - პინოჩეტი, ჩილე
  • შენი გული არის მარცხნივ! - მექსიკის ერთიანი სოციალისტური პარტია
  • არც ვაშინგტონი, არც მოსკოვი, მხოლოდ მექსიკა! - რევოლუციურ-ინსტიტუციური პარტია
  • წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა - კუბა, ფიდელ კასტრო, კომუნისტური პარტია
  • სიხარული მოვიდა, თავზე დაგვეცა! ომი დამთავრდა, ხალხმა გაიმარჯვა! - პინოჩეტი, ჩილე
  • დალოცვილი იყოს ის მუცელი, რომელაც შვა სანდინისტი - ნიკარაგუა, სტუდენტთა საუნივერსიტეტო საბჭო, 1988 წელი
  • კალორიები უმრავლეოსობას - მექსიკა
  • ჩე, ჩე, ჩე გევარა, მთავრობა ჯანდაბაში - მექსიკა, გაფიცვათა ეროვნული საბჭო, 1968 წელი
  • დღგ, დღგ, გვტოვებს მშიერს - მექსიკა, 1985 წელი

No hay comentarios.:

Publicar un comentario