რამდენიმე
ხნის წინ, მეგობარმა, რომელიც არჩევნების თემზე მუშაობს, მთხოვა მომეძებნა სამხრეთ ამერიკული წინასაარჩევნო სლოგანები, რომელიც
შესაძლოა მისთვის საინტერესო ყოფილიყო. სია, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი აერთიანებდა
ანბანური წესით დალაგებულ პოლიტიკურ პარტიათა წინასაარჩევნო სლოგანებს, რომელთაგანაც
უცნაური, ორიგინალური და, ამავე დროს, სახალისო ნიმუშები შევარჩიე.:
viernes, 12 de agosto de 2016
lunes, 18 de julio de 2016
საფეხბურთო წარმატება (მარცხი), როგორც პოლიტიკური წარმატება (მარცხი) - ნაწილი პირველი
ტოტალიტარული რეჟიმები ფეხბურთს შეძლებისდაგვარად იყენებდნენ,
როგორც სოციალურ ნარკოტიკს. პოლიტიკოსებისათვის საფეხბურთო წარმატებებს სხვა მოედნებზე
განცდილი ფიასკოების კომპენსაციის ფუნქცია ჰქონდა. ეს ფეხბურთის პოლიტიზირებას ნიშნავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა თქვა: „სპორტულ წარმატებას შეუძლია ისეთივე სამსახური
გაუწიოს ერს, როგორც ომში გამარჯვებამ“.
ამ აზრს ლათინური ამერიკის ისტორიაშიც ჰქონდა საკმაო გამოძახილი,
სადაც: „ზღვარი ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის იმდენად მცირეა, რომ თითქმის არ ჩანს“.
მეოცე საუკუნის შუა პერიოდსა და მიწურულში
ბევრი დიქტატორული რეჟიმი საკმაო თანხებს ხარჯავდა ეროვნული ნაკრებების წარმატებისათვის.
ბრაზილია ურუგვაი და ჩილე არიან „ეროვნული ფეხბურთის“ (nacionalfutbolismo) მაგალითები, თუმცა მათთან შედარებაც კი არ
ღირს იმ თანხებისა, რაც გენერალმა ხორხე რაფაელ ვიდელამ დახარჯა 1978 წლის ფეხბურთის
მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისათვის. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ეს ხარჯი ქვეყნის
ბიუჯეტის 10% შეადგენდა.
სამხედრო ხუნტამ ეროვნული რეორგანიზაციის სახელით ცნობილი
პროცესის შემდეგ, 1976 წლის 24 მარტს ხელში აიღო ძალაუფლება. მასში შედიოდნენ: შეიარაღებული
ძალების სარდალი ხორხე რაფაელ ვიდელა, ადმირალი ედუარდო ემილიო მასერა და საჰაერო ძალების
სარდალი ორლანდო რამონ აგოსტი. სამეულმა მანდატი შეუჩერა ხუან დომინგო პერონის ქვრივ
მარია ესტრელა დომინგესს, რომელიც 1974 წლის 1 ივლისიდან მართავდა ქვეყანას.
![]() |
| ხუნტის ლიდერები: მასერა, ვიდელა და აგოსტი |
ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ხუნტის ლიდერმა ვიდელამ მთავრობა სამხედროებით დააკომპლექტა
(სახმელეთო ჯარი, საჰაერო ძალები, ფლოტი). დაუყოვნებლივ გაუქმდა სახალხო
ჩართულობის ნებისმიერი ფორმა და გაიცა კონგრესის დაშლის განკარგულება. აკრძალეს პოლიტიკური
პარტიების საქმიანობა, დაშალეს უზენაესი სასამართლო. მოხდა პროფკავშირების საქმიანობაში
ჩარევა და მუშათა უფლებების შეკვეცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე დაწესდა შეზღუდვა
და აიკრძალა გაფიცვები.
ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენინე თვის შემდეგ დაიწყო
დევნის კამპანია, რომლის დროსაც ხდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების დევნა, წამება
და გაუჩინარება. 1977 წელს ქვეყანა გარიცხეს გაეროდან და მთავრობას ბრალი დასდეს
2300 ადამიანის მკვლელობაში, 10 000 კაცის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებსა და და
20 დან 30 ათასამდე ადამიანის გაუჩინარებაში.
ასეთ ვითარებაში სამხედროებმა გაათვიცნობიერეს, რომ მათ
მიერ „საყოველთაო დღესასწაულად“ მონათული 1978 წლის მუნდიალი ძალიან კარგი მანევრი
იყო ქვეყნის შიგნით ყურადღების გადასატანად, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე არგენტინის
იმიჯის გასაუმჯობესებლად. მსოფლიო ჩემპიონატი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხად იქცა.
სახელმწოფო გადატრიალებიდან მცირე ხანში დაიწყო ოპერაცია „მსოფლიო თასი“. ოფიციალურად
შეიქმნა ორგანო - Ente Autárquico Mundial 78 (EAM 78), რომლის მიზანიც ჩემპიონატის ორგანიზება
და ფინანსების განკარგვა იყო.
მას მეთაურობდა
გენერალი ომარ აკტისი, ხოლო მისი მოადგილე კაპიტანი კარლოს ალბერტო ლაკოსტე იყო. აკტისი
წესრიგის მომხრე, ხოლო ლაკოსტე უფრო მფლანგველი იყო. აკტისის სიკვდილით დასჯის შემდეგ,
გენარლმა ანტონიო მერლომ მის ადგილას ლაკოსტე დანიშნა. ტურნირის ორგანიზებისათვის
520 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ასეთი ბიუჯეტით 1982 წელს ეპანეთში გამართული ოთხი მსოფლიო
ჩემპიონატის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი. გადაჭარბებული დანახარჯის შესახებ ვიდელა
გააფრთხილა ეკონომიკის მინისტრმა ხოსე ალბერტო მარტინეს დე ოსმა. თუმცა გენერალმა მარტივად
უპასუხა: „ასი მილონით მეტიც რომ დახარჯულიყო, მაინც სასარგებლო იქნებოდა არგენტინისთვის“.
„ურაკანის“ მარჯვენა
ლატერალმა ხორხე კარასკოსამ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონატისათვის
მოსამზადებელ მატჩებში, მუნდიალის წინ გუნდი დატოვა, მიზიზი ტურნირის პოლიტიზირება
იყო. “არანაირად არ მსურდა პოლიტიკური დიქტატურის ისნტრუმენტი ვყოფილიყავი“. არგენტინის
ნაკრების მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ საფეხბურთო ფორუმის გახსნის წინ თქვა: „თუ
ჩემპიონატის ორგანიზების გარდა ქვეყნის რეიტინგი აიწევს, არგენტინელი ხალხი ბევრი პრობლემა
მოგვარდება“.
პირველი რაც ქვეყნის
მმართველებმა გააკეთეს იყო აშშ-ში საკონსულტაციო ფირმის Burson-Marsteller & Asociados დაქირავება, რომელიც მთავრობის იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავდა. აკეთებდა
ქვეყნის რეკლამას და იბრძოდა, როგორც სამხედროები ამბობდნენ: „საზღვრებს გარედან მართული
ანტიარგენტინული კამპანიის წინააღმდეგ“. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჰოლანდია
და საფრანგეთი საუბრობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე და „საკონცენტაციო ბანაკებს
შორის ჩასატარებელი მსოლიო თასის ბოიკოტის“ იდეაც ჰქონდათ.
1 ივნისს, გახსნის
საზეიმო ცერემონიალს „მონუმენტალის“ სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი დაესწრო. ჰიმნის
შემდეგ დაიწყო გამოსვლები. პირველი სიტყვა წარმოთქვა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის
საფინანსო ნაწილის უფროსმა ალფრედო კანტილომ.
![]() |
| 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა |
მისი გზავნილი ნათელი
და მარტივი იყო: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მშვიდობისმოყვარე მიწაზე. თავისუფლებას
და სამართლიანობას თავად შიგრძნობთ“, თქვა მან. შემდეგ სიტყვა აიღო ფიფას
პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა. ბოლოს ვიდელას რიგიც დადგა, რომელმაც ოფიციალურად გახსნა
ღონისძიება და განაცხადა რომ: „ეს არგენტინელი ხალხისთვის საზეიმო დღეა, რომელიც გამორჩეულია
რაინდული სპორტული დაპირისპირებით და ადამიანებსა და ხალხებს შორის მეგობრობით“.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა 25 დღის მანძილზე 5 ქალაქში მიმდინარეობდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ტურნირის დაწყებამდე საკმაოდ ადრე, ოფიციალური ცირკულარით, გააფრთხილეს, თუ როგორი ხასიათის მასალა გაეშუქებინათ. ჟურნალ Goles Match-ის რედაქციაში შემეგი სახის გზავნილი მიიღეს: „ჩვენი პოლიტიკური პუბლიკაციების ხაზი უნდა იყოს ზომიერი ყველა იმ ადამიანის, ინსტიტუტისა თუ ჩინოვნიკის მიმართ, რომელიც დღეს წყვეტენ სახელმწიფოს ბედს და მომავალში განსაზღვრავენ მისი განვითარებას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელი იქნება ყველა ის ჟურნალისტური პუბლიკაცია, რომელიც ხელს შეუშლის სოციალურ მშვიდობასა და ეროვნულ ერთიანობას.“
Radio Splendid-ის ოფისებშიც მსგავსი შეტყობინებები
მივიდა: “პატრიოტული სულისკვეთების
გათვალისწინებით მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, არც ერთ პროგრამაში არ უნდა დაფიქსირდეს
ეროვნული ნაკრების კრიტიკა.“
რეჟიმის მიერ ღონისძიებები კარგად იყო
დაგეგმილი და შედეგმაც არ დააყოვნა. ვიდელას მუსლონის მსგავსად საკუთარი მუნდიალი სურდა
და მიაღწია კიდეც. არგენტინამ პირველ ეტაპზე მოუგო უნგრეთსა და საფრანგეთს (ორივეს
2-1) და დამარცხდა იტალიასთან (1-0). მეორე ეტაპზე დაამარცხა პოლონეთი (2-0), ფრედ
ითამაშა ბრაზილიასთან (0-0). პერუსთან სჭირდებოდა ოთხბურთიანი სხვაობით მოგება და გაიმარჯვა
კიდეც 6-0. ეს მატჩი გარდა ანგარიშისა სხვა რამითაც აღმოჩნდა დასამახსოვრებელი - პერუს
ნაკრების მეკარე კიროგა არგენტინაში იყო დაბადებული.
25 ივნისს „მონუმენტალზე“ ფინალში ერთმანეთს
არგენტინა და ჰოლანდია შეხვდნენ. წინა დღეს La
Prensa
ცდილობდა გაენეიტრალებინა ევროპიდან მომავალი ნეგატიური პოლიტიკური
კომენტარები. „ნიდერლანდებში არსებული ინფორმაციით, არგენტინაში იყო ნამდვილი ფსიქოლოგიური
ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ოფიციალური პირები არგენტინის
პრეზიდენტის წინაშე. დასავლურ ევროპული გამოცემები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ტირანიული
რეჟიმი ცდილობდა მოსახლეობის ჩაგვრა-შევიწროება სხვა თემაზე გადაეტანა. დაჟინებით ადარებდნენ
არგენტინის ახლანდელ ვითარებას ნაცისტურ გერმანიას, სადაც 1936 წელს ჩატარდა ოლიმპიური
თამაშები. ჩვენი მთავრობა მუშობდა და მუშაობს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და არასდროს
უცდია რაიმე ხერხით ხელი შეეშალა მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისათვის“.
არგენტინელებისათვის მატჩი კარგად დაიწყო.
37-ე წუთზე თავი მარიო კემპესმა გამოიჩინა. თამაშის დამთავრებამდე რვა წუთით ადრე,
როდესაც ყველას ყველაფერი დამთავრებული ეგონა, დიკ ნანინგამ თავური დარტმით გაათანაბრა
ანგარიში. დამატებით დროში თავი ისევ კემპესმა და შემდეგ ბერტონიმ განმოიჩინეს და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირეს.
![]() |
| მარიო კემპესი |
არგენტინამ
მოიგო და ეს გამარჯვება იყო „პირველი კოლექტიური სიხარული 50 წლის პოლიტიკური იმედგაცრუებებისა
და დაღმასვლის შემდეგ“. 25 მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მოზეიმეთაგან ბევრი გადატრიალების
შემდეგ იმალებოდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არსებულ რეჟიმს ემსახურებოდნენ.
ჟურნალი El
Gráfico
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო: „უცხო ქვეყნების პრესა თვეების
მანძილზე ბოროტი განზრახვით სიცრუეზე აგებულ კამპანიას აწარმოებდა არგენტინის წინააღმდეგ, თუმცა ჩატარებულმა ფორუმმა, მსოფლიოს ჩვენი
ქვეყნის რეალური სურათი, ასევე მნიშვნელოვანი საქმეების კეთების უნარი და პასუხისმგებლობა
უჩვენა“.
„ვიდელიზმმა“ თავისი გაიტანა. ფეხბურთი
დანარჩენ მსოფლიოში ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. ფილოსოფოსი ხუან ხოსე საბრელი თავი
ნაშრომში „ფეხბურთის ერა“ ამბობს: „1978 წლის მუნდიალი ისტორიაში შევიდა ჰიტლერის ოლიმპიურ
თამაშებსა და მუსოლინის მსოფლიო ჩემპიონატს შორის, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო
პოლიტიკური მანიპულაცია“.
მუნდიალის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი
და საერთაშორისო მედია ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს საფეხბურთო წარმატება პოლიტიკური
რეჟიმისთვის დიდი გამარჯვება იყო. მიჩნეულია, რომ ტურნირის
ორგანიზებით და არგენტინის ნაკრების ტრიუმფით გენერალ ვიდელას სამხედრო ხუნტამ დასახულ
მიზნებს მიაღწია. 25 დღის განმავლობაში ქვეყნის პრობლემებმა მეორე პლანზე გადაიწია და ამ სპორტული მიღწევით ეს განწყობა შემდგომაც
შენარჩუნდა“.
1979 წელს 18 წლის მარადონას
მეთაურობით არგენტინამ იაპონიაში U-20 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო,
მანამდე კი დიეგო 1978 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდის სიიდან
ბოლო წამს ამოიღეს.
![]() |
| მარადონა ახალგაზრდული მსოფლიო თასით |
ტურნირს
დაემთხვა ბუენოს-აირესში ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OEA) ვიზიტი, რომელსაც ქვეყანაში ადამიანის
უფლებების კუთხით უნდა შეესწავლა ვითარება.
ფინალი 7 სექტემბერს შედგა
და ერთმანეთს არგენტინა და საბჭოთა კავშირი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სამხრეთ ამერიკელების
გამარჯვებით 3-1 დასრულდა. მარადონა ჩემპიონატის აღმოჩენად აღიარეს. მატჩი დასრულდა,
ერთი საათი შემდეგ კი მაისის მოედანზე, მთავრობის სახლთან, ამერიკული სახელმწიფოების
ორგანიზაციის (OEA) ოფისი
გაიხსნა. როდესაც OEA უგზუკვლოდ
დაკარგულთა ნათესავების განცხადებებს უსმენდა, სახელმწიფოს ტელევიზია მხოლოდ არგენტინის
ჩემპიონობის თემას აშუქებდა.
ხელისუფლების მიერ მოხერხებულად
მართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მოსახლეობას მოუწოდებდნენ ქუჩებში გამოსულიყვნენ
და „ადამიანის უფლებათ კომისიისთვის ეჩვენებინათ თუ რა იყო ნამდვილი არგენტინა და ეზეიმათ
ერის ეს საოცარი გამარჯვება“. ჟურნალისტების ჯგუფი დაუყოვნებლივ გაემართა ეროვნული
გმირის სახლისკენ, რათა შეხვედროდა ეროვნული გმირის დედას და ოჯახის დანარჩენ წევრებს,
რათა მსოფლიოსთვის გადაეცათ არგენტინელი ხალხის სიხარული.
მანამ სანამ მრავალრიცხოვანი
მოზეიმეები მაისის მოედანს იკავებდნენ და გამარჯვების აღსანიშნავად „მარადონა“, „მარადონას“
სკანდირებდნენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები დღის პირველი საათიდან OEA წევრებთან შეხვედრას ელოდნენ. კამერებსა
და მიკროფონებს, რომლებიც მოზეიმე ხალხის მასაზე იყო მიმართული ისინი არც შეუმჩნევია.
როდესაც ნაკრები შინ დაბრუნდა, ფეხბურთელები
„ვარდისფერ სახლში“ პრეზიდენტმა მიიღო და გულითადი მადლობა გადაუხადა მათ. ეს შეხვედრა
პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ფრანგმა ჟურნალისმა ჟან პიერ ბუსკემ ეს ეპიზოდი აღწერა
როგორც „ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მომენტი არგენტინის რადიოსა და ტელევიზიის ისტორიაში“.
სამი წლის შემდეგ, 1982 წლის 2 აპრილს,
არგენტინის ინტერვენცია მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულების დასაბრუნებლად, ბოლო ეპიზოდი
იყო ხუნტის ცხოვრებაში, სადაც სახელმწიფო ტელევიზია საჯარისო ნაწილების შეჭრასთან ერთად
1978 წლის მუნდიალის კადრებს აჩვენებდა. ოკუპაციის
წინ მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორმა გუნდმა ამჯერად უკვე მარადონასთან ერთად, სამხედროების
მხარდასაჭერად გადაიღეს ფოტო დროშის ფონზე, რომელსაც ეწერა: „მალვინები არგენტინაა!“
უშედეგო დიპლომატიური ნაბიჯების შემდეგ ბრიტანულმა არმადამ მიაღწია ატლანტიკის ოკეანის
სამხრეთს და დაიწყო დაბომბვა. 14 ივნისს დაპირისპირება
არგენტინის დანებებით შეწყდა.
| მალვინების (ფოლკლენდის) ომი |
მოსალოდნელი მატჩი გულგრილს არავის ტოვებდა.
პრესა წერდა: „უფრო მეტი ვიდრე საფეხბურთო დაპირისპირება“. თამაშამდე მხარეებს სურდათ
ვითარების დეპოლიტიზება. ორივე ქვეყნის ელჩები ერთმანეთს დაუკავშირდნენ,
არგენტინის პრეზიდენტმა კარლოს ალფონსინიმ დაურეკა მთავრ მწვრთნელს, კარლოს ბილარდოს,
რათა ინგლისელთა დამრიგებელთან, ბობი რობსონთან ერთად, ნაკლები მნიშვვნელობა მიენიჭებინა
ამ თამაშისათვის. ასეც მოიქცნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ნორმალური ვითარება
იყო, რეალობა სხვა სურათს იძლეოდა. ამ გამარჯვების მთავარი მოქმედი პირი, მარადონა,
მატჩს შემდეგნაირად იხსენებდა: „ეს იყო როგორც ფინალი, ეს იყო გამარჯვება ქვეყნისთვის
და არა ფეხბურთისთვის. ჩვენ თამაშამდე ვამბობდით, რომ ფეხბურთს არანაირი საერთო არ
ჰქონდა „მალვინების ომთან“, მაგრამ ეს იყო ტყუილი. ამაზე ფიქრის გარდა სხვას არაფერს
ვაკეთებდით. ეს იყო უფრო მეტი ვიდრე მატჩის მოგება, უფრო მეტი ვიდრე ინგლისის დამარცხება
მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენ რაღაცნაირად ვადანაშაულებდით ინგლისელ ფეხბურთელებს იმაში
რაც მოხდა, იმ ტანჯვაში რაც არგენტინელებმა გადაიტანეს. ეს სიგიჟე იყო, მაგრამ ასე
ვთვლიდით“.
![]() |
| მარადონას "ღმერთის ხელი" ინგლისთან მატჩში |
ფრანსისკო ალკაიდე ერნანდესი
ესპანურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა
domingo, 20 de marzo de 2016
ახალგაზრდული ნაკრების სამხრეთამერიკული ტურნე
„რაგბი ჩვენი თამაშია“ - ეს ამბიციური სლოგანი თავის
თავში აერთიანებს: ლელობურთის ტრადიციას (რის გამოც ეს ინგლისური თამაში უფრო მეტად
ახლობელია ჩვენთვის) და ძირითადად, 90-იანი წლებიდან დაწყებულ დამოუკიდებელი ქართული
რაგბის ისტორიას, რომელმაც თავის თავში გააერთიანა ქართველების დადებითი თვისებები:
ერთმანეთის გატანა, თავდადება, ბოლომდე ბრძოლა და იქცა ისეთ სპორტის სახეობად, რომლის
თამაშიც ყველაზე კარგად გამოგვდის.
მარტო ბრძოლა და თავდადება საქმეს ვერ უშველის, თუ მას
გეგმაზომიერი, რაციონალურად გათვლილი შრომა არ დაეხმარა. რაგბის კავშირი საქართველოში
მოქმედი ერთადერთი სპორტული ფედერაციაა, რომელიც მწირი ფინანსებით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ
მიიწევს წინ. ბოლო წლებში შედეგების აშკარა
გაუმჯობესებაც აშკარაა: 18 წლამდელთა ევროფინალი (უკანჩამოტოვებული ირლანდია და იტალია),
ახალგაზრდული ნაკრების მიერ ტროფის (მეორე დონის ტურნირი) მოგება და 12 საუკეთესო გუნდს
შორის მოხვედრა, ბოლოს კი წარმტებების დაგვირგვინება - უკანასკნელ მსოფლიო თასზე ეროვნული
ნაკრების მიერ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება და იაპონიაში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე
მოსახვედრი საგზურის ავტომატურად განაღდება.
მსოფლიო თასის შემდეგ პრესტიჟულობით მეორე ტურნირია
20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ივნისში ინგლისში გაიმართება, სადაც საქართველოს
ნაკრების მეტოქეები: ახალი ზელანდია, ირლანდია და უელსი იქნებიან. მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენ ბოლო ადგილის დაკავების შემთხვევაშიც ვრჩებით უძლიერესთა შორის (რადგან 2017
წელს ამ ტურნირის მასპინძელი საქართველოა), ჩვენი მიზანი მინიმუმ ერთი თამაშის მოგებაა.
ამ მაღალი მიზნის მიღწევას კი სრულფასოვნად მომზადება და ძლიერი სპარინგ პარტნიორები
სჭირდება.
შემოდგომაზე მათი ნაწილის ვინაობაც გადაწყდა: არგენტინისა
და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები, რომელთა წინააღმდეგაც უმსცროსმა ბორჯღალოსნებმა
20 თებერვლისა და 4 მარტის ინტერვალში ოთხი შეხვედრა გამართეს.
24 საათიანი დამქანცველი მგზავრობის შემდეგ გუნდი
16 თებერვალს ზამთრის სეზონიდან ზაფხულში, შესუსტებული შემადგენლობით ჩამოფრინდა. სხვადასხვა
მიზეზით ნაკრებს 7-8, ძირითადად ფრანგული კლუბების ესპუარებში მოთამაშე ლიდერები აკლდნენ.
20
თებერვალს პირველი მატჩი ლა-პლატაში, კლუბ „სან ლუისის“ არენაზე გაიმართა და დანარჩენ
სამ თამაშს თუ შევადარებთ, ამ მატჩში სათამაშო ხარისხი ყველაზე კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 36-17 დავმარცხდით, ანგარიში
არ ასახავდა თამაშის მიმდინარეობას. დაცვაში გუნდი მთლიანობაში ნორმალურად იდგა, რამდენიმე
ეპიზოდში ბიჭებმა განსაკუთრებით აგრესიულად დაიცვეს თავი, თუმცა სწრაფი არგენტინელი
უკანახაზელები კარგად იყენებდნენ ჩვენს შეცდომებს, განსაკუთრებით ფეხით სუსტად თამაშისას,
მაღალ ტემპში გვიტევდნენ და განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ხაზსაც გვიჭრიდნენ. ჩვენი
შერკინების კარგი თამაში დიდი ხანია აღარ უკვირს, მაგრამ სასიამოვნო იყო, რომ არგენტინის
დონის გუნდს ამ კომპონენტში არათუ არაფერი დავუთმეთ, მცირედით ვაჯობეთ კიდეც. ჩვენ
აუტებსაც კარგად ვაგდებდით და ვიგებდით.
თამაშის ბოლოს მეტოქიან-მაყურებლიანად ყველამ აღნიშნა
ჩვენი კარგი თამაში და მზაობა 6 ერის გათამაშებისათვის.
24 თებერვლისათვის გასამართი მეორე მატჩისათვის გუნდი
ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ ამინდმა სერიოზულად დაგვაზარალა. წინა დღეს სამწვრთნელო შტაბმა
35 გრადუსიანი სიცხის გამო გააუქმა 15:30 წუთზე დანიშნული კაპიტნის ვარჯიში, რათა გუნდის
ძალები დაეზოგა, თუმცა მეორე დღეს, იმავე დროისათვის, „ინდუს“ სტადიონზე ტემპერატურა
37 გრადუსს უჩვენებდა. თხოვნის მიუხედავად, მასპინძლებმა დრო არ შეცვალეს და მატჩი
აუტანელ ხვატსა და ნესტში დაიწყო. დაიწყო ცუდად, რადგან მეორე წუთზე დაშავდა ერთ-ერთი
საკვანძო მოთამაშე, ფულბექი ირაკლი სვანიძე. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები ძლივს სუნთქვადნენ
და მოძრაობა უჭირდათ, პირველ ტაიმში შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ (ლელოც დადეს),
მაგრამ მეორე ნახევარში სწრაფმა და ტექნიკურმა არგენტინელებმა თავისი გაიტანეს და საბოლოო
ანგარიში 49-11 დააფიქსირეს. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით: ძალიან ცუდი იყო აუტი,
არ ვარგოდა ფეხით თამაში და ვერც რაქში ვივარგეთ. მატჩის ბოლოს სიცხის გამო რატი შანიძეს
ექიმის დახმარებაც დასჭირდა. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასეთ მძიმე კლიმატურ პირობებში
არასდროს უთამაშიათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამწვრთნელო შტაბმა მარცხის მიზეზად სათამაშო
კომპონენტებში დაშვებული ხარვეზები და შეცდომები დაასახელა.
თამაშებს შორის არსებულ მცირე შუალედში საქართველოს
საელჩოში გაიმართა მიღება, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ უმცროსი ბორჯღალოსნები, არგენტინის
რაგბის კავშირის პრეზიდენტი კარლოს არაუხო, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ნიკოლას ფერნანდეს ლობე (ხუან მარტინის ძმა) და „პუმიტასის“ მოთამაშეები. პრეზიდენტმა
ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ ფონს, რომელსაც რაგბი ქმნის საქართველოსა და არგენტინის ურთიერთობაში,
დიდი მადლობა გადაუხადა ნაკრებს ჩამოსვლისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის
სტუმრობა სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
მიღებაზე მოწვეული იყო საელჩოს მეგობარი ორგანიზაცია
Rugby Inclusivo,
რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს აერთიანებს და რაგბის დახმარებით ცდილობს
საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას. თბილ და მოსიყვარულე ბავშვებს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება
მოახდინეს ჩვენზე, საჩუქრად გადაეცათ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გამოგზავნილი
მაისურები.
ტურნეს ბოლო მატჩი 4 მარტს შედგა (მესამე თამაშს არ
დავსწრებივარ და მხოლოდ ტვიტერიდან და გადმოცემით ვიცი რა ხდებოდა) მონტევიდეოდან
80 კმ-ით დაშორებულ სტადიონზე (მთავარი სარაგბო არენა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს ქონდა
დაკავებული, რომელიც აშშ-ს დასახვედრად ემზადებოდა).
მიუხედავად იმისა, რომ ტურნე მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ
და 22-11 მოვიგეთ, (რეალურად 22-6, რადგან მასპინძელთა ერთადერთი ლელოს ავტორი ურუგვაელი
მსაჯი იყო, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში განსაკუთრებით „აქტიურობდა“) თამაშში ბევრი
წუნი იყო (აუტი, უკანა ხაზის სუსტი თამაში, არასწორი გადაწყვეტილებები). ასეთი თამაშით
უკეთესი კლასის გუნდთან გაგვიჭირდებოდა მოგება. თამაშის მიმდინარეობისას არასასაიმოვნო
ინციდენტს - ჯგუფურ ჩხუბსაც ჰქონდა ადგილი, რომლის შემდეგაც მსაჯმა ორივე გუნდის მოთამაშეს
ყვითელი ბარათი უჩვენა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - თამაშს
ურუგვაის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, „ანდების სასწაულის“ ერთ-ერთი მონაწილე
კარლოს სერბინოც ესწრებოდა.
ორი სიტყვა მინდა ვთქვა ნაკრების სამწვრთნელო
შტაბის იმ წევრებზე, რომლებიც სათამაშო კომპონენტებზე აგებენ პასუხს (მთავარი მწვრთნელი
ილია მაისურაძე, მწვრთნელები ლადო კილასონია და ზურაბ ამონაშვილი). სასიამოვნო იყო
ამ ადამიანების (ისევე როგორც მთელი სტაფის) საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და
მუშაობა მორაგბეებთან.
15 წუთით მომიწია ვიდეო ანალიზზე დასწრება
და ძალიან გამახარა თამაშის პლუს-მინუსებზე მუშაობის ინტერაქციულმა, აზროვნებაზე ორიენტირებულმა
მეთოდმა, რომელშიც მთელი გუნდი იყო ჩართული. რამდენიმეწუთიანმა ვიდეო ანალიზმა კიდევ
ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპი, რომ რაგბის თამაშს
მხოლოდ ძალა სჭირდება, უბრალოდ სისულელეა. რაც უნდა ფიზიკურად ძლიერად იყოს გუნდი მომზდებული,
თუ მორაგბეები არ აზროვნებენ მოედანზე და სწორი კომუნიკიაცია არ აქვთ ერთმანეთთან,
წარმატებას ვერ მიაღწევენ, მით უმეტეს, მაღალ დონეზე.
იმედია, რომ 4 მატჩიანი სამხრეთამერიკული
ტურნე, რომლის ძირითადი მიზანიც ახალბედა მოთამაშეთა გამოცდა და ხარვეზების აღმოჩენა/გამოსწორა იყო,
დაეხმარება ნაკრებს უკეთესად მოემზადოს ისეთი მაღალი დონის ტურნირისთვის, როგორიც
20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატია.
jueves, 10 de marzo de 2016
რუსული „რბილი ძალა“ და მისი გავლენა მომავალ არჩევნებზე
2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიისას „ქრისტიან-დემოკრატიული“
პარტია კარდაკარ დადიოდა და იმ მოქალაქეების ხელმოწერებს აგროვებდა, რომლებიც ერთსქესიანთა
ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. მაშინ ეს საკითხი საზოგადოებაში არ განიხილებოდა,
მაგრამ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ დაღმასვლისა და ახალი კოალიციის, „ქართული
ოცნების“ უხვად გაცემული დაპირებების ფონზე არ შეეძლო
Suscribirse a:
Comentarios (Atom)












