viernes, 14 de noviembre de 2014

EL ATENEO – წიგნის მაღაზია თეატრში

წიგნები და წიგნის მაღაზიები ბუენოს აირესისთვის უცხო არ არის, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ამ მხრივ სანტა-ფეს გამზირზე მდებარე წიგნის მაღაზიაა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ შენობაში თავიდან თეატრი იყო, პირველი
მსოფლიო ომის შემდეგ, მცირე ხნის შემდეგ კინოთეატრი, რომელიც 1000 ზე მეტ ადამიანს იტევდა. 2000 წელს განხორციელებული რეკონსტრუქციის შემდეგ კი წიგნების დიდი მაღაზია გაიხსნა.


თეატრის სივრცე მთლიანადა ათვისებულია. წიგნები ყველგანაა – სცენის ადგილას, იარუსებზე და ქვედა სართულზე, სადაც ესკალატორით შეიძლება ჩახვიდე. ქვედა სართული ძირითადად საბავშვო ლიტერატურას და სხვადასხვა ჟანრის კომპაკტ-დისკებს უჭირავს. აქვე შეიძლება სასურველ ალბომს მოუსმინოთ.



იარუსები და იქ სადაც მაყურებელი იჯდა, როგორც ვთქვი ყველა სახის ლიტერატურას უჭირავს, დაწყებული ფენტეზით და დამთავრებული კულინარიით. ყველას შეუძლია თუ სურს (ან ფული არ აქვს) მოვიდეს და ადგილზე წაიკითხოს წიგნები. ერთ-ერთ იარუსზე მოწყობილია პატარა სივრცე, სადაც წიგნების პრეზენტაციაა შესაძლებელი. სცენაზე განლაგებულია პატარა კაფე (აქვეა კინოსათვის საჭორო განათების მართვის პულტი). ყველაფერი კომპიუტიზირებულია, მკითხველს შეუძლია მაღაზიის ელექტრონულ საძიებელში ნახოს სასურველი წიგნი ან მისი ფასი. 
მოკლედ, ყველაფერია იმისთვის, რომ თუ დრო გაქვს, დაჯდე და წიგნები იკითხო.

                     



















No hay comentarios.:

Publicar un comentario