lunes, 24 de agosto de 2015

ორდენოსანი პირუტყვის აღლუმი

       სიმართლეს გითხრათ ბლოგის წერა მეზარება ხოლმე, განწყობა სჭირდება ეტყობა. მაგრამ თან იმასაც ვხვდები, რომ შთაბეჭდილებების ფურცელზე არგადატანაც არაა მაინცადამინც კარგი საქმე, ამიტომ „თავს ძალას დავატან“ და ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი.


      ბლოგის წერაზე უფრო მეტად მიღებებზე სიარული არ მიყვარს. ზოგადად ბევრი უცნობი ხალხი სტადიონის გარდა არსად არ მომწონს. თან ოფიცალურად უნდა გეცვას (არც ეგ მიყვარს), გინდა არ გინდა ყველას უნდა გაუღიმო, ისინიც გიღიმიან, მაგრამ რაღაცნაირად ყალბია ეს ყველაფერი.
      თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, გამოფენა რომელსაც „არგენტინის სოფლის მეურნეობის ასოციაცია“ ყოველ წელს ატარებს და სადაც დიპლომატიური კორპუსიც არის ხოლმე მიწვეული.
P1020587
      ეს ორგანიზაცია 1866 წლიდან არსებობს და საკმაო პოლიტიკური გავლენაც აქვს. სოფლის მეურნეობა და განსაკუთებით კი მეცხოველეობა, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. არცაა გასაკვირი, არგენტინელებისათვის ხორცი, განსაკუთრებით კი ტრადიციული გრილი (asado), რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულია,  ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ბევრი აქაური ყოველდღე მიირთმევს ხორცს (ყველაზე პოპულარული საქონლის ხორცია). შემიძლია ისიც ვთქვა, რომ შაბათ-კვირას ქალაქში ფაქტიურად ასადოს სუნი დგას.
76c41199697ecb1b0c62037d07e86872
      რადგან საქმე ზოგადნაციონალურ სფეროს ეხება ყოველწლიური გამოფენა ხალხის დიდ ინტერესით სარგებლობს. ღონისძოებას დამატებითი დატვირთვა წელს გასამართმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც შესძინა. ასოციაცია ძირითადად ოპოზიციაში უდგას ხელისუფლებას და ამჯერადაც მათმა თავკაცმა, სენიორ ეტჩევერემ ტრიბუნა მემარცხენე პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს-კირშნერის კრიტიკისა და ოპოზიციის ყველაზე რეალური კანდიდატის, მემარჯვენე მაურისიო მაკრის მხარდასაჭერად გამოიყენა. ორატორს დემოკრატიაზე და მაღალ იდეალებზე საუბრისას, აპლოდისმეტების გარდა, სიტყვას უჩვეულო გარემოში მოხვედრილი, საგამოფენოდ მომზადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბღავილიც აწყვეტინებდა.
      წინაარჩევნო მიმართვის შემდეგ საგანგებოდ მომზადებულ მოედანზე დაიწყო ღონისძიების ძირითადი ნაწილი - სხვადასხვა კონკურსებზე საჯილდოებული, ჩინ-მენდლალ-ბაფთებიანი პირუტყვის „აღლუმი“. ჩამოიარეს შესაშური გაბარიტების მქონე სახორცე და სარძევე ძროხებმა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ცური იყო ფაქტობრივად), ლამებმა, ღორებმა, ცხვრებმა ქათმებმა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ.
P1020500

  P1020536
        ცალკე აღსანიშნავია აქაური ცხენები (ზოგადად ცხენოსნობა ძალიან პოპულარულია არგენტინაში). საყოველთაო ოვაცია გამოიწვია შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის საგანგებოდ გაწვრთნილმა ცხენებმა.
P1020578
შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის გაწვრთნილი ცხენი
         საგამოფენოდ ჩამოყვანილი საქონელი შემდეგ სპეციალურ სადგომებში დააბინავეს, სადაც დამთვალიერებლსაც შეეძლო თვალის შევლება და ფოტოების გადაღება

P1020599

P1020563
        ცალკე სივრცე იყო მოწყობილი  სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოტანილი პროდუქტის გასაყიდად, სადაც ძირითადად ძეხვეული და ყველი სჭარბობდა. შებოლილი ყველიც ჰქონდათ, რომელიც ქართულ წააგავდა. ვისაც დათვალიერება აღარ სურდა ისინი ძირითადად ასადოების შორი-ახლო ტრიალებდნენ და რიგს იკავედნენ ხორცის დასაგემოვნებლად.
P1020616

P1020606
P1020565

P1020532
              
P1020553

P1020549
             
P1020545

P1020568

No hay comentarios.:

Publicar un comentario